...

ლაშა თუთბერიძე

საოპერაციო მართვის დირექტორი

ბესიკ კირთაძე

სპეციალური მმართველი

თემურ ხონელია

ადმინისტრაციული დირექტორი

მარიამ ქუთათელაძე

HR დეპარტამენტის დირექტორი

გიორგი ტატიშვილი

ფინანსური დირექტორი

ნათია ახალაია

იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი

ირაკლი ნოზაძე

გარემოს დაცვის დირექტორი

გენადი ტიკვა

სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის დირექტორი

პაატა მენჩიკოვი

IT დეპარტამენტის დირექტორი

სანდრო ხვედელიანი

შესყიდვების დირექტორი

გიგა ხვიჩია

შრომისა და ტექ. უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი

თამთა თალაკვაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

ბაქარ დევდარიანი

შიდა აუდიტის დირექტორი

ჯემალ ხარაიშვილი

მადნის კარიერული მოპოვების დირექტორი

გოჩა ქურდაძე

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი

ზაზა უფლისაშვილი

ვარციხე ჰესის დირექტორი

გამოიწერე სიახლეები

ლაშა თუთბერიძე ჯორჯიან მანგანეზის საოპერაციო მართვის დირექტორია, რომელიც ჩვენს გუნდს 2021 წელს შემოუერთდა.

ლაშას აქვს საჯარო და კერძო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2017 წლიდან შპს ჯი ეფ ეს-ის საგადასახადო-საფინანსო საკონსულტაციო კომპანიის მმართველი პარტნიორია. სხვდასხვა წლებში იყო კომპანია ელიტაუდიტისა და კომპანია ტრანსვეს ტინჟინერინგის ფინანსური დირექტორი. გახლდათ საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოების შემმუშავებელი კომისიის წევრი.

ლაშა თუთბერიძეს გააჩნია საგანმანათლებლო და აკადემიური საქმიანობის გამოცდილება. იგი იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის ლექტორი და უძღვებოდა საგადასახადო კოდექსის პრაქტიკულ კურსს.

ლაშა ფლობს ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის დიპლომს.

ბესიკ კირთაძე ჯორჯიან მანგანეზის სპეციალური მმართველია, რომელიც ჩვენს გუნდს 2019 წელს, ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შემოუერთდა. სპეც. მმართველის თანამდებობას კი 2023 წლის მაისიდან იკავებს.

ბესიკს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს მიღებული არაერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორში. 1997-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო 2004-2019 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

ბესიკ კირთაძე ფლობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დიპლომს. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი საერთაშორისო ტრენინგი.

თემურ ხონელია ჯორჯიან მანგანეზს ადმინისტრაციული დირექტორია, რომელიც ჩვენს გუნდს  2021 წელს, შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორის და სპეციალური მმართველის მრჩევლის პოზიციაზე შემოუერთდა.

თემურს  მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს მსხვილი და საშუალო კომპანიების იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელ პოზიციებზე. მათ შორისაა სს ხალიკ ბანკ საქართველო, სს თიბისი ბანკი, შპს Marina Coliseum-ი და სხვა.

თემურ ხონელიას გააჩნია აკადემიური საქმიანობის გამოცდილება. იგი კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თემური ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დიპლომს.

მარიამ ქუთათელაძე ჯორჯიან მანგანეზს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორია, რომელიც გუნდს 2020 წელს შემოუერთდა.

მას მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება მიღებული აქვს აქვს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ კერძო და საჯარო სექტორებში. კარიერის სხვადასხვა ეტაპზე მუშაობდა ადამიანური რესურსების მართვისა და კვლევების მიმართულებით კვლევით კომპანიაში Transcaucasian Research and Development Group (TRDG). ასევე საქმიანობდა ისეთ მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა BP და MCA-Georgia.

მარიამი ფლობს The London School of Economics and Political Science (LSE)-ის ბაკალავრის ხარისხს სოციოლოგიისა და კვლევების მიმართულებით. ადამიანური რესურსების მართვაში მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი University of Liverpool-ში. დამატებით, გავლილი აქვს სპეციალიზებული პროგრამა People Analytics-ის მიმართულებით University of Cambridge-ში, რაც მის პროფესიულ პროფილს აძლიერებს მონაცემებზე დაფუძნებული HR სტრატეგიების კუთხით.

გიორგი ტატიშვილი ჯორჯიან მანგანეზს ფინანსური დირექტორია, რომელიც გუნდს  2012 წლიდან შემოუერთდა.

გიორგის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს ისეთ ადგილობრივ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში, როგორიც არის HSBC Bank Georgia, TBC Bank-ი, Bank of Georgia და Bank Republic Société General Group-ი. 

გიორგი ფლობს მაგისტრის ხარისხს Grenoble Ecole de Management-იდან და Caucasus University-დან, ხოლო ბაკალავრის ხარისხს – ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით European School of Management-დან.

ნათია ახალაია ჯორჯიან მანგანეზს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორია, რომელიც გუნდს 2018 წელს შემოუერთდა.

ნათია ახალაიას აქვს ბიზნეს სექტორში, საბანკო და ტელეკომუნიკაციების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ნათია ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დიპლომს. მაგისტრის ხარისხი მიენიჭა, როგორც  საქართველოში, ასევე ITT Chicago-Kent College of Law USA-ში. ამჟამად კი ტრანსნაციონალური სამართალის მიმართულებით მაგისტრის მეორე ხარისხის მოპოვების ფინალურ ეტაპზეა.

პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით, ნათია ახალაიას გავლილი აქვს არა ერთი სასერტიფიკატო პროგრამა თუ ტრეინინგი, მათ შორის, მონაწილეობა აქვს მიღებული სამართლის მიმართულებით ორგანიზებულ არა ერთ კონფერენციაში.

ირაკლი ნოზაძე ჯორჯიან მანგანეზის გარემოს დაცვის დეპარტამენტის დირექტორია, რომელიც გუნდს 2015 წელს შემოუერთდა.

ირაკლის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ადვოკატად, ხოლო 2013-2014 წლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

ირაკლი ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის  ხარისხს სამართალმცოდნეობაში.

გენადი ტიკვა ჯორჯიან მანგანეზის სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის დირექტორია. აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე კი მუშაობდა ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

გენადის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს  უკრაინაში, სამთო გამამდიდრებელ სფეროში მოღვაწე მსხვილ კომპანიებში.

გენადს განათლება მიღებული აქვს  დნეპროპეტროვსკის სახელმწიფო და სამთო უნივერსიტეტებში. ფლობს მაგისტრის ხარისხს როგორც ეკონომიკისა და საფინანსო სფეროში, ასევე მექანიკა-მათემატიკის მიმართულებით.


პაატა მენჩიკოვიჯორჯიან მანგანეზისსაინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელია, რომელიც ჩვენს გუნდს 2026 წლის იანვარში შემოუერთდა.

სხვადასხვა წლებში იგი საქმიანობდა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაასაქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) დაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP). იგი უშუალოდ მონაწილეობდა მასშტაბური IT სისტემების დანერგვასა და განვითარებაში. გახლდათ კორპორატიული ქსელების, სერვერული ინფრასტრუქტურისა და კიბერუსაფრთხოების სისტემების ფორმირების პროცესების აქტიური წევრი.

პაატა მენჩიკოვს გააჩნია ბიზნესპროცესების ავტომატიზაციისა და მონაცემთა დაცვის სფეროში საქმიანობის დიდი გამოცდილება. იგი ხელმძღვანელობს კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს და უძღვება ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიის პრაქტიკულ იმპლემენტაციას.

პაატა ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური კოლეჯისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტრანსპორტის ინჟინერიის სპეციალობის დიპლომებს.

სანდრო ხვედელიანი ჯორჯიან მანგანეზს კომერციული მიმართულების ხელმძღვანელია, რომელიც გუნდს 2020 წელს შემოუერთდა.

სანდროს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს საერთაშორისო, კერძო და საჯარო სექტორებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საერთაშორისო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე ისეთ კომპანიებში, როგორიც არის BP და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია.

სანდრო ფლობს ლივერპულის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს Operations and Supply Chain Management-ში და თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს სამართალმცოდნეობაში.

გიგა ხვიჩია ჯორჯიან მანგანეზის შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორია, რომელიც კომპანიაში 2013 წლიდან  მუშაობს. აღნიშნული პერიოდიდან იგი იკავებდა ტექნიკური უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობას.

გიგას მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს როგორც საერთაშორისო, ასევე კერძო სექტორში. სხვადასხვა დროს მუშაობდა მულტინაციონალურ კომპანიებში, როგორიცაა: USAID-ის ეგიდით შექმნილ Agricultural Cooperative Development International (ACDI/VOCA) სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტში, Word Bank-ის დაფინანსებით შექმნილ Agriculture Development Projects Coordination Center (PCC) Risk Assessment Exercise (RAE), ასევე, BP-ისა და Spie Capac – Petrofac International Limited BTC (Baku-Tbilisi-Ceyhan) Pipeline-ის და BECHTEL-ის პროექტებში.  

გიგა ფლობს ღვინის ტექნოლოგიების სპეციალისტის დიპლომს. გავლილი აქვს სასერტიფიკატო კურსები შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში.

თამთა თალაკვაძე ჯორჯიან მანგანეზს 2022 წელს შემოუერთდა და ამჟამად საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციას იკავებს.

თამთას
აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და კორპორატიული კომუნიკაციების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც მოიცავს სახელმწიფო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მედია ინდუსტრიას. სხვადასხვა წლებში მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს საქართველოს მელიორაციაში, სადაც იკავებდა აბონენტთა მომსახურებისა და კომუნიკაციის ჯგუფის უფროსისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციებს. მისი საქმიანობა მოიცავდა PR პოლიტიკის განხორციელებას, მედია ურთიერთობების მართვას, საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვასა და კომუნიკაციის სტანდარტების გაუმჯობესებას.

თამთა თალაკვაძემ პროფესიული განვითარების ფარგლებში გაიარა საზოგადოებასთან ურთიერთობის, სტრატეგიული კომუნიკაციის, მედიასთან ურთიერთობისა და კრიზისული კომუნიკაციის მართვის მიმართულებით ტრენინგები. ასევე მონაწილეობდა მარკეტინგისა და ბრენდ კომუნიკაციის სემინარებსა და საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის ტექნიკის ტრენინგებში, რაც მის პრაქტიკულ გამოცდილებას აძლიერებს.

თამთა ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორიის მიმართულებით.


ჯემალ ხარაიშვილი ჯორჯიან მანგანეზის გუნდს 2021 წელს შემოუერთდა და ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომპლექსის საოპერაციო საქმიანობის კოორდინატორის პოზიციას იკავებს.

ჯემალის სამუშაო გამოცდილება მადნის მოპოვების და გამდიდრების პროცესს 2000 წლიდან უკავშირდება სხვადასხვა კომპანიების ჭრილში.

მან უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე.

გოჩა ქურდაძე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანის დირექტორია, რომელიც გიორგი ნიკოლაძის სახელობის ქარხანაში 1987 წლიდან მუშაობს.

ფეროში მუშაობის მრავალწლიანი პერიოდის მანძილზე მან გამოცდილება დააგროვა სხვადასხვა პოზიციებზე – მუშაობდა ოსტატის თანაშემწედ, წარმოების უბნის ოსტატად, საამქროს უფროსის მოადგილედ, უფროსად და დირექტორის მოადგილედ.

გოჩა ქურდაძე ფლობს ინჟინერ-მეტალურგის აკადემიურ ხარისხს, 2018 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის დარგში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში.

გოჩა არის რაციონალიზატორული წინადადებების, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და პატენტების მფლობელი. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ჯილდოები პროფესიული საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის.

ზაზა უფლისაშვილი შპს ვარციხე 2005-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2005 წლიდან იკავებს. 

ზაზას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორში. 1992 წლიდან იკავებდა  შპს ელიტას მთავარი ინჟინერის თანამდებობას, 1994-1995 წლებში იყო ავიაკომპანია ლუფტჰანზას და ავიაკომპანია კონდორის საქართველოს ბიუროს გენერალური მენეჯერი. მუშაობდა მარნეულის რაიონის გამგებლის მოადგილედ და 2003 წლიდან მცხეთა-მთიანეთის რეგიონის პირველ ვიცე-გუბერნატორად.

ზაზა უფლისაშვილი სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის   მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე და ფლობს დოქტორის ხარისხს მექანიკურ ინჟინერიაში.