მთავარიპროდუქცია

 

სილიკომანგანუმი (SiMn) არის ფეროშენადნობი, რომელიც მიიღება მანგანუმის მადნისა და კვარციტის შედნობით რკალურ ღუმელში კოქსის არსებობისას. SiMn-ს იყენებენ ფოლადის წარმოებაში თხევადი ლითონის განჟანგვისა და ლეგირებისთვის

ფერომანგანუმი (FeMn) არის ფეროშენადნობი, რომელიც მიიღება მანგანუმის მადნის გამოდნობით კოქსის არსებობისას. FeMn შეიძლება მივიღოთ როგორც ბრძმედში, ისე რკალურ ღუმელში. ფერომანგანუმი ჩვეულებრივ ნახშირბადის მაღალი (78% Mn, 7.5% C), საშუალო (80% Mn, 1.5% C) და დაბალი (80% Mn, 0.5% C) შემცველობის იწარმოება. ფერომანგანუმი გამოიყენება როგორც ფოლადის გამაძლიერებელი ან ფეროსილიციუმთან კომბინაციაში ჟანგბადის მოსაცილებელი.

ფეროსილიციუმი (FeSi) არის ფეროშენადნობი, რომელიც მიიღება კოქსთან ერთად კვარციტის დადნობით, როდესაც რკალურ ღუმელში ასევე მოთავსებულია ჯართი ან რკინის ჟანგი. მასში შემცველი სილიციუმის რაოდენობის მიხედვით წარმოებული ფეროსილიციუმის გავრცელებული ნაირსახეობაა 50%, 65% და 75%. FeSi შესაძლოა შეიცავდეს კალციუმის და ალუმინის 1%-2% პროდუქციას იმ ბალანსით, რაც რკინას შეადგენს. ფეროსილიციუმი გამოიყენება, უპირველეს ყოვლისა, როგორც ჟანგბადის მოსაცილებელი. იგი ადვილად უერთდება ჟანგბადს გამდნარ რკინაში და ზოგჯერ გამოიყენება როგორც დეგაზიფიკატორი, არასასურველი გაზებისადმი მისი სიახლოვის გამო. FeSi ასევე ფართოდ გამოიყენება თუჯში როგორც სილიციუმის წყარო. შესაძლებელია ფეროსილიციუმის დამატებით მეტალებთან შედნობა ჩვეულებრივი კომბინაციებით ფოლადის და რკინის მრეწველობაში სპეციალური გამოყენებისთვის

 

Go to top