მთავარივაკანსიათბილისისოფლის მეურნეობის პროექტების მენეჯერი

სოფლის მეურნეობის პროექტების მენეჯერი

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს ვაკანსიას სოფლის მეურნეობის პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: სოფლის მეურნეობის პროექტების მენეჯერი
სამუშაო ადგილი: ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტები
სამუშაო გრაფიკი: 10.00 სთ-დან - 19.00 სთ-მდე; კვირაში ხუთი სამუშაო დღე

სამუშაოს აღწერა:

** სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობების შესწავლა, ანალიზი და პერსპექტიული მიმართულებების იდენტიფიცირება;
** სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების ინიცირება და მართვა;
** სტრატეგიული და ბიზნეს დაგეგმარება;
** სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების ინვესტიციების მართვა;
** პროექტების დაგეგმვა, რეალიზაცია და ეფექტურობის შეფასება;
** პროექტებთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესების წარმართვა;
** ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** გამოცდილება ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
** არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვის სფეროში;
** არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების მართვის სფეროში.

აუცილებელი უნარები:

** ვერბალურად და წერილობით ინფორმაციის კარგი გადმოცემის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგი უნარი;
** დროის დაგეგმვისა და განაწილების უნარი;
** გუნდის შეკვრის, მოტივაციისა და მართვის კარგი უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი ბიოგრაფიული მონაცემები/რეზიუმე ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. 2019 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სოფლის მეურნეობის პროექტების მენეჯერი.

დამატებითი ინფორმაცია

  • Deadline: Wednesday, 25 September 2019

ასევე ამ კატეგორიაში

Go to top