მთავარიჩვენს შესახებტოპ მენეჯმენტი

ნიკოლოზ ჩიქოვანი - „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი

2017 წლის მაისში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველად დაინიშნა.

1994-დან 2017 წლის ჩათვლით სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდა - მათ შორის, საგარეო ურთიერთობები და ბიზნეს სექტორი.

მისი სამუშაო გამოცდილება მსხვილ სადაზღვეო კომპანიაში წამყვან ხელმძღვანელ პოზიციებს მოიცავს, მათ შორის - გერმანულ კონსალტინგურ კომპანიასა და საქართველოს საგარეო საქმეთა კომიტეტის დასავლეთ ევროპის განყოფილებაში.

2003-2007 წწ. ნ.ჩიქოვანი იყო ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი, აქტიურად იყო ჩაბმული ზესტაფონის ცხოვრების ფერხულში. გახლავთ უამრავი კულტურული, სოციალური, ეკოლოგიური, ბიზნეს და საქველმოქმედო პროექტის ინიციატორი და სულის ჩამდგმელი. პარალელურად ხელს უწყობდა და უწყობს ზესტაფონის განვითარებას, მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

განათლება - 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1991 წ. გოეთეს ინსტიტუტი ბერლინში, 1993-1994 წწ. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი და დამატებით, საბანკო საქმე.

 

 

 

თეიმურაზ ხონელია - ადმინისტრაციული დირექტორი

2021 წლის ივნისიდან თეიმურაზ ხონელია დაინიშნა შპს "ჯორჯიან მანგანეზი"-ს ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობაზე. ამ თანამდებობამდე მას ეკავა შპს „ჯორჯიან მანგანეზი“-ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა და სპეციალური მმართველის მრჩევლის პოზიცია.

2006 წელს თ. ხონელიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ბ-ნი თემური მუშაობდა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მსხვილი და საშუალო კომპანიების ხელმძღვანელ იურიდიულ პოზიციებზე, მათ შორისაა სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „თიბისი ბანკი“, შპს Marina Coliseum და სხვა. ასევე, იგი კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტში.

 

ლაშა (ლავრენტი) თუთბერიძე -  საოპერაციო მართვის დირექტორი

2021 წლიდან ლაშა თუთბერიძე საოპერაციო მართვის დირექტორის პოზიციას იკავებს. ასევე, 2017 წლიდან შპს „ჯი ეფ ეს“-ის საგადასასახადო-საფინანსო საკონსულტაციო კომპანიის მმართველი პარტნიორი, დირექტორია. მანამდე მას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.

 

ლაშა თუთბერიძეს როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე  მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის „ელიტაუდიტში“ დირექტორად,  „ტრანსვესტინჟინერინგში“ ფინანსურ დირექტორად და სხვა. იგი იყო „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოების“ შემმუშავებელი კომისიის წევრი; მას აქვს ტრენერობისა და აკადემიური საქმიანობის გამცდილებაც. ლაშა თუთბერიძე იყო ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის ლექტორი და უძღვებოდა საგადასახადო კოდექსის პრაქტიკული შესწავლის კურსს. 

 

ლაშა თუთბერიძემ ფლობს ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის დიპლომს, სპეციალობით - აღრიცხვა, აუდიტი და ანალიზი. 

 

გოჩა ქურდაძეზესტაფონის ფეროშენადნობთა საწარმოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

გოჩა ქურდაძის კარიერა ზესტაფონის ფეროშენადნობთა საწარმოში 1987 წლიდან იწყება. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა ოსტატის თანაშემწედ, წარმოების უბნის ოსტატად, საამქროს უფროსის მოადგილედ, უფროსად და დირექტორის მოადგილედ.  

პროფესიით ინჟინერ-მეტალურგს, 2018 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის დარგში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში. არის რაციონალიზატორული წინადადებების, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და პატენტების მფლობელი.

სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ჯილდოები პროფესიული საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის.

 

 

 

ზაზა უფლისაშვილი - ვარციხე 2005-ის გენერალური დირექტორი.

ვარციხე 2005-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2005 წლიდან იკავებს. მანამდე იგი მუშაობდა - მარნეულის რაიონის გამგებლად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის პირველ ვიცე-გუბერნატორად, ავიაკომპანია „ლუფტჰანზას“ საქართველოს ბიუროს გენერალურ მენეჯერად. დაცული აქვს სადოქტორო ხარისხი მექანიკურ ინჟინერიაში.

   

 

Go to top