ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მოკლე ისტორია

დიდი ხნის მანძილზე ჭიათურის მთებში მოპოვებულ მანგანუმს ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა ტანსაცმლის შესაღებ მასალად. ამ პროდუქციის სხვა დანიშნულებით გამოყენება 19-ე საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. ამ დროიდან მანგანუმს უკვე ინდუსტრიული წარმოებისთვის იყენებდნენ. ჭიათურის, როგორც ქალაქის წარმოშობა და შემდგომი ზრდა, მდინარე ყვირილას ხეობაში მანგანუმის მოპოვებამ და სამრეწველო წარმოებამ განაპირობა.

1879 წელს ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის საბადოს ამოღება. 1895 წლისთვის, რკინიგზამ ჭიათურა შორაპნის სადგურთან დააკავშირა. იმ დროისთვის ჭიათურის მაღაროები უკვე ათასობით ადამიანს ასაქმებდა და მსოფლიო მანგანუმის მოთხოვნის 50%-მდე უზრუნველყოფდა.

1925-1928 წლებში მანგანეზის მოპოვების უფლება მიენიჭა სააქციო საზოგადოება ჯორჯიან მანგანიზს (იგი ამჟამინდელ კომპანიასთან არ არის კავშირში), რომელსაც უძღვებოდა ამერიკელი მრეწველი უილიამ ავეროლ ჰარიმანი (Averell Harriman).

მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება 4 ძველი ტექნოლოგიით მომუშავე მაღაროში, 9 ახალი ტექნოლოგიით მომუშავე მიწისქვეშა უბანსა და 7 ღია საკარიერო უბანზე. ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი საშუალოდ წლის განმავლობაში მოიპოვებს და ამდიდრებს 1.3 მლ. ტონა მანგანუმის მადანს. საშუალო წლიური მანგანუმის კონცენტრატის წარმოების მოცულობა შეადგენს 330 ათას ტონას.

 

 

 

Go to top