შპს ფერომედი 

1933 წელს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში პირველი სამედიცინო პუნქტი გაიხსნა. შემდგომში, წარმოების განვითარებასთან ერთად, დამატებითი პუნქტები ამოქმედდა. 1978 წელს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ ცალკე მდგომი ფართო პროფილის ჰოსპიტალი „მედსანნაწილი“ (დღევანდელი შპს „ფერომედი“) ააშენა. სტაციონარული მომსახურება განვითარდა ქირურგიული, ტრავმატოლოგიური, კარდიოლოგიური და უროლოგიული მიმართულებებით. კლინიკაში კეთდება უნიკალური ორთოპედიულ ოპერაციები, ბავშვთა ცერებრალური დამბლის დროს პლასტიკური ოპერაციები, ოპერაციები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით არცერთ სხვა კლინიკაში არ ხორციელდება.

2004 წელს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაციამ „მედსანნაწილი“ კაპიტალში შეიტანა, დააფუძნა შპს კლინიკა „ფერომედი“. შესაბამისად, კლინიკა გადავიდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის, ხოლო 2008 წლიდან შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მართვაში.

2019 წელს კლინიკაში მაღალტექნოლოგიური აპარატურითა და მონიტორული კონტროლის სისტემით აღჭურვილი რეანიმაციული განყოფილება გაიხსნა.

დღეს კლინიკა „ფერომედი“ „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულ თანამშრომლებს და მათ ოჯახის წევრებს ემსახურება, ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და მიმდებარე რაიონებიდან შემოსულ პაციენტებს.

 

Go to top