ჯორჯიან მანგანეზი იღებს ვალდებულებას, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას, უზრუნველყოს უსაფრთხო, ჯანსაღი და უვნებელი გარემო ყველა დასაქმებულისათვის.იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მიერ მართულ საწარმოებში მიმდინარეობს რთული ტექნოლოგიური პროცესები, კომპანიისთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვა და სრულყოფა.
ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ზრუნავს დასაქმებულთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზე, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები აკონტროლებენ და მართავენ საწარმოო პროცესებს და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ ახდენენ რეაგირებას.
Შევქმენით შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი. Შედეგად, კომპანიაში გაიზარდა შრომის უსაფრთხოების ინჟინრების რაოდენობა. გუნდი გადახალისდა და დაკომპლექტდა ახალგაზრდა, ენერგიული თანამშრომლებით, რომლებიც ყოველდღიურად ამუშავებენ არსებულ რეგულაციებს, როგორც ევროკავშირის სტანდარტების, ისე ადგილობრივი კანონების კუთხით. რის შემდეგაც, აქტიურად ცდილობენ კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში მათ სწორად დანერგვასა და შესრულებას.
სამგზავრო საბაგირო გზების გეგმური ტექინსპექტირების ჩატარების შემდეგ, სამგზავრო ბაგირგზების კონსტრუქციების სიძველის გამო, მათი უფრო საფუძვლიანად შემოწმების გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ შემოწმების შედეგებმა ცხადყო, რომ სამგზავრო ბაგირგზები ექვემდებარებოდა კაპიტალურ, ფაქტობრივად სრულ რემონტს. ამის გამო, მათი ექსპლუატაცია აიკრძალა.
ჭიათურის დამკვიდრებული პრაქტიკით, მაღაროებში პროდუქციას მოიპოვებდნენ ცეცხლოვანი აფეთქების მეთოდით. ეს მეთოდი იყო მოძველებული და ბევრი რისკის შემცველი. მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების ცეცხლოვანი მეთოდის შეცვლა არაელექტრო „ნონელის“ მეთოდით საკმაოდ აძვირებდა პროცესს, მისი უსაფრთხოების მაღალი ხარისხის გამო მივიღეთ აფეთქების პროცესში მისი ინტეგრაციის გადაწყვეტილება.
გავაუმჯობესეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ხარისხი და მაქსიმალურად მივუახლოვდით საერთაშორისო სტანდარტებს. ეს, ერთი შეხედვით, არცთუ ისე მნიშვნელოვანი საკითხი ჩანს, თუმცა სინამდვილეში მეტად მნიშვნელოვანია და პირდაპირი კავშირი აქვს თანამშრომლების მიერ სამუშაო ადგილზე შრომისას მათ გამოყენებასთან. ი.დ.ს გამოუყენებლობა საგრძნობლად ზრდის ინციდენტების ალბათობას. Ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თანამშრომელმა მუშაობისას გამოიყენოს სათანადო სპეცტანსაცმელი და ფეხსაცმელი.